კახეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ს. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი.

ასევე, ამოღებულია მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი. პოლიციამ რ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757242324

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...

გიორგი სოსიაშვილი

1757240291

საზოგადოება

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....

 გიორგი კაპანაძ

1757237703

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი

დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზ...

სვიმონ ჯანგულაშვილი

1757234239

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა

დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...

დონალდ ტრამპი

1757232204

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა

ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...

Eurobasket