სვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი

დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზოგადოება “ქართულის” თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.
ჯანგულაშვილი ნეოლიბერალებს საქართველოს ისტორიის დაკნინების გამო აკრიტიკებს.
„თუკი გჯერა, რომ ივანე ჯავახიშვილი ცუდი მეცნიერი იყო და ქართველი ერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის აღწერა-შესწავლისას ძალიან სცდებოდა და სცდება ყველა ქართველი მეცნიერი, თვინიერ ლევან ბერძენიშვილის, გიგი თევზაძის, ბექა რაღაცნაირი კობახიძის, ვიღაც ხოფერიას და სხვა პოდკასტელებისა - მაშინ შენ ჭეშმარიტი მამულიშვილი და მაშასადამე - ევროპელი ხარ. არ შეგეშალოთ, გაიმეორეთ - ბევრი თურქი თუ დაამარცხა დავით აღმაშენებელმა, მაშინ რუსი ხარ. ხოლო, თუკი ერთი-ორი შემოხეტებული თურქი გაჟლიტა და არა პან-მუსულმანური კოალიცია, თუკი დავითი და მისი შთამომავლობა კრეტინები და დებილები იყვნენ, თამარ მეფე - ლაშა ბუღაძის დასაცინი, ერეკლე და გიორგი ბრწყინვალე - ლევან ბერძენიშვილის და ლადარიას გასაკილი - მაშინ შენ ხარ ჭეშმარიტი პატრიოტი და მაშასადამე ევროპელი! ქართველი ერი არ არსებობდა XIX საუკუნემდე. მისი ეროვნული თვითშეგნების და ერად ცხოვრების ამსახველი ან დამადასტურებელი არც ერთი არტეფაქტი, დოკუმენტი, ფენომენი ან ძეგლი არ უნდა იყოს მიღებული მხედველობაში. ჩვენ ერად მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვყალიბდით, როდესაც ევროპაში ჩამოყალიბდნენ ერები. ამის ზუსტი თარიღის, წლის თქმა, ცხადია, ძალიან ძნელია, მაგრამ, XX საუკუნის შუა წლებამდე ეს ამბავი არ მომხდარა. საერთოდ, ქართველი ერის ცნებაც და ყველაფერი, რითიც ვამაყობთ, საბჭოთა მითებია. ყველაფერი სიზმარია - სვეტიცხოველიც, ქართული გალობაც, თამარის ჰუმანიზმიც, ვეფხისტყაოსანიც, სამხმიანობის ჰარმონიაც და სამი ქართველური ენის ჰარმონიაც. ყველაფერი რაც ქართული კულტურის, ენის, ანბანის სიძველეზე მიუთითებს - ტყუილია. ყველა სიმბოლო, რაზეც ჩვენი იდენტობა და მსოფლმხედველობა დგას - კომუნისტებმა მოიგონეს - დიდგორიც, რასაკვირველია, მათ შორის. 2003 წლამდე იყო ბნელი და უკუნი. მოვიდა მიშა და განათდა. თუ არ გჯერათ, უყურეთ პოდკასტებსა და ინგა გრიგოლიას, და დარწმუნდებით!", - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.
საზოგადოება „ქართულმა“ გუშინ ვრცელი წერილით უპასუხა, ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციას საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების დაკნინების შესახებ.
1757242324
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე
„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
1757240291
საზოგადოებასახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....
1757234239
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა
დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...
1757232204
სპორტითბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...
1757232043
საზოგადოება8 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 06:0...