კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს - ირაკლი კობახიძე
ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.
„წარმოიდგინეთ მაგალითად, ყოველწლიურად რომ გვეზრდებოდეს დაფინანსება, რაც გვაქვს ახლა, 100 მილიონი ევრო რომ ხდებოდეს 200 მილიონი ან 150 მილიონი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თვე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. პოტენციური კანდიდატი ქვეყნები და ასევე ასოცირებული ქვეყნები ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ. რატომ არის ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანი, მთელი კამპანია წარმოებდა ნაცმოძრაობის წარმომადგენლების და მათი მედიასაშუალებების მხრიდან, თითქოს ხდებოდა დამატებითი ფინანსების გამოყოფა, ან სხვა მატერიალური სარგებლის გათვალისწინება კანდიდატი ქვეყნებისთვის, რაც იყო სრული ტყუილი. უფრო მეტიც, ჩვენ საბოლოო ჯამში ციფრებით ვამხილეთ, რომ ეს იყო ტყუილი. ამის შემდეგ აქციების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქადაგიძე გამოვიდა და თქვა, რომ არათუ კანდიდატი იღებს ასოცირებულზე მეტ თანხასო, კანდიდატი ქვეყნები წევრ ქვეყნებზე მეტ თანხას იღებენო. ამ დროს წევრი ქვეყანა იღებს დაახლოებით ათჯერ მეტს, ვიდრე კანდიდატი და ასოცირებული ქვეყანა, ამ დონეზე იტყუებოდნენ“, - განაცხადა მან.
კობახიძემ კომენტარი ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ანგარიშის გამოქვეყნების ახალ ვადაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეალურად საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადის დაწესების უკან არანაირი ლოგიკა არ იდგა.
„უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი ამინდია დღეს საქართველოში მოსალოდნელი
1773914958
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...
1773913580
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...
1773911789
საზოგადოებასაქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ამის თაობაზე ვკითხულობთ იეზიდთა სა...
1773911561
ახალი ამბებიკვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს
კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, -...
1773909987
ახალი ამბებიდეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია
საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტაძარი ღი...


























