ხანძარი ბათუმში - დაშავებული არავინ არის (ვიდეო)
ამ დრომდე (07:00) მუშაობენ მეხანძრე-მაშველები ბათუმში, ფარნავაზ მეფის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში.
შემთხვევა დაახლოებით, 05 საათზე მოხდა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, ხანძარი გაჩნდა, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა.
არსებობდა ცეცხლის იქვე მდგარ, მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს და ამ წუთებში მისი ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
„განწირულმა ხმამ გამაღვიძა. ქალი გვეძახდა, მეზობლებო გამოდით, დატოვეთ სახლები, ჩამოდით ეზოში. არ ვიცი არაფერი რა მოხდა, ამ ხმაზე გამოვიქეცით კორპუსებიდან. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის და ბათუმი გადაურჩა კიდევ ერთ ტრაგედიას“. - უთხრა „ექსკლუზივტივის“ თვითმხილველმა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე- მაშველებთან ერთად რჩებიან, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ადგილობრივები.
1791712972
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს - პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება ნანა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომელშიც ის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აღიარებული ბრალ...
1791709697
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...
1791707220
სპორტიმსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...
1791704567
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...
1791702486
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...































