ხათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით
ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ განაცხადა
მისივე თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შედეგადაც საზოგადოებასაც ოფიციალურად აცნობებენ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საათზე განხორციელდება კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური რეისი.
„დღეის მდგომარეობით უკვე სამი სპეციალური რეისი განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ორი სპეციალური რეისი განხორციელდა ომანის სასულთნოდან, ერთი საუდის არაბეთიდან.
უკვე საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქეა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებული. რაც შეეხება შემდგომ რეისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შედეგადაც საზოგადოებასაც ოფიციალურად ვაცნობებთ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საათზე განხორციელდება კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური რეისი.
როგორც იცით, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან და გაიარონ რეგისტრაცია საელჩოებში, რათა გვქონდეს სურათი და ციფრი, რამდენ მოქალაქეს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამ წუთის მონაცემებით, ასეთი არის დაახლოებით საქართველოს 170-180 მოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ რეისთან მიმართებით“, - აღნიშნა თოთლაძემ.
1772816352
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ვფიქრობ, პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რისი მზაობა აშკარად მოვისმინეთ ვაშინგტონში გამართული ყველა შეხვედრიდან
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ურთიერთობის შემდგომი განვითარება ერთი ხელის დაკვრით და რადიკალურად შეიცვლება მალე, ან უახლოეს მომავალში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთ...
1772813717
მსოფლიოძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - „პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა
25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მ...
1772812317
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის...
1772811181
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებუ...
1772809206
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან...































