კომპანია „მეამა“ - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან - „TV იმედთან“ და „პოს TV-სთან“ თანამშრომლობაზე
„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ კომპანია „მეამა“ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კომპანია განმარტავს, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ მათ დაუსვა კითხვა, სანქცირებულ ანგარიშზე მათი მხრიდან თანხა გადაირიცხებოდა თუ არა, შესაბამისად, მათ ამ შეკითხვას გასცეს პასუხი.
„კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“, - ნათქვამია განცხადებაში.
1772366350
ახალი ამბებიგია აბაშიძე: „მეამას“ ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა“ და „იმედს“ ბოიკოტი გამოუცხადა, ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „იმედთან და „პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „მეამა” ჩართულია რადიკალების ქო...
1772365852
ახალი ამბებიშაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე”: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!
სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია „მეამა” ქართველი ხალხისგან ბოიკოტს იმსახურებს. კუჭაშვილი ამით „მეამას” დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომელმაც უარი თქვა „იმედთ...
1772364504
ახალი ამბებიხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა - ISNA
აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ISNA ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნო...
1772363834
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში, მშვიდობას აქილიკებენ და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ნატრულობენ
„უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, „ენჯეოებიდან“ ტელევიზიებამდე, ამის აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს“, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის...
1772361121
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს,...































