დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი თავის ბლოგში მიმოიხილავს ჰიბრიდულ ომს და მასში ტექნოლოგიების როლს.

ანალიტიკოსი წერს ევროკავშირის ახალ კანონებზე, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვნებისათვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვისკენ.

ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-მა შექმნა რიგი მექანიზმები და პლატფორმები, მაგალითად, Freedom()gov და Starlink-ი, რომლებიც ევროპელებს საშუალებას მისცემს, გვერდი აუარონ ბრიუსელის შეზღუდვებს:

„ევროპელი პოლიტიკოსები, რეგულაციების გამკაცრებით, საკუთარი მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად უბიძგებენ გარე (ძირითადად ამერიკული) სერვისებისკენ“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, ბრძოლა მიმდინარეობს არა მეტ ან ნაკლებ თავისუფლებას შორის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ ვინ იქნება ჰეგემონი ტექნოლოგიურ სივრცეში და ამით მოიგებს ჰიბრიდულ ომს.

„ბევრს სმენია ევროკავშირის მიერ გამოცემული „ციფრული სერვისების აქტის“ − Digital Services Act (DSA), შესახებ, რომელიც ამჟამად აქტიურად ინერგება მთელ ევროპაში. ფორმალურად მისი მიზანია მომხმარებელთა დაცვა დეზინფორმაციისგან, არალეგალური კონტენტისა და ალგორითმული მანიპულაციებისგან. განიხილება ასაკის მკაცრი ვერიფიკაცია და არასრულწლოვანთა წვდომის შეზღუდვა სოციალურ ქსელებზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ მოდის ციფრული ID-ები, ალგორითმების გამჭვირვალობის მოთხოვნები და მოდერაციის გაფართოებული მექანიზმები. იმავე ლოგიკაში ჯდება ბრიტანეთის „Online Safety Act“-იც, რომელიც სოციალურ პლატფორმებს აკისრებს მკაცრ ვალდებულებებს კონტენტის წაშლისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ „ველური” და უკონტროლო ინტერნეტის ეპოქა დასრულდა და ციფრული სივრცე უნდა რეგულირდებოდეს ისე, როგორც ფინანსური ბაზრები ან ფარმაცევტიკა. კრიტიკოსები კი ხედავენ ინსტიტუციონალიზებული ცენზურის საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პლატფორმებს ავალდებულებენ ოპერატიულად დაბლოკონ „მავნე“ კონტენტი რეგულატორის მითითებით. მთავარი შეკითხვა რჩება: სად გადის ზღვარი დაცვასა და კონტროლს, ზრუნვასა და ცენზურას შორის?

სიმბოლური იყო ილონ მასკის ხუმრობა: ევროპაში ბავშვი 5 წლის ასაკში „საკმარისად დიდია“ სქესის შესაცვლელად, მაგრამ 15 წლის ასაკში კვლავ „ძალიან პატარაა“ სოციალური ქსელებისთვის. მსგავსი ანალოგიაა მოზარდებისთვის (მშობლების თანხმობის შემთხვევაში) ქორწინების დაშვება 16 წლის ასაკში, მაგრამ აკრძალვა 18+ კატეგორიის ფილმების ყურებისთვის.

ამ ჰიპერბოლის მიღმა დგას უფრო ფართო კონფლიქტი − ვინ განსაზღვრავს ინფორმაციის მიღების სიმწიფესა და პასუხისმგებლობას: ოჯახი, სახელმწიფო თუ კორპორაცია? ამის ფონზე აშშ-დან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა პროექტი Freedom()gov − პორტალი ჩაშენებული VPN-ით, რომელიც ევროპული შეზღუდვების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. გავრცელებული ცნობებით, დომენი 2026 წლის 12 იანვარს დარეგისტრირდა. ოფიციალურად ითქვა, რომ მომხმარებლის ტრაფიკი არ შეიზღუდება და მიზანი „ციფრული თავისუფლების დაცვაა“. თუმცა სკეპტიკოსები მიუთითებენ, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა ყოველთვის ქმნის მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას.

ამ კუთხით პარადოქსული სურათი ყალიბდება: ევროპელი პოლიტიკოსები, რეგულაციების გამკაცრებით, საკუთარი მოქალაქეების ნაწილს ფაქტობრივად უბიძგებენ გარე (ძირითადად ამერიკული) სერვისებისკენ. რაც უფრო მკაცრია შიდა კონტროლი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა იურისდიქციის გარეთ გასვლის ინსტრუმენტებზე. თუ ამ ყველაფერს ერთად შევხედავთ, გამოიკვეთება უფრო ფართო სტრატეგია. ადრე განიხილებოდა DARPA-სთან დაკავშირებული ალტერნატიული გადახდის სისტემების იდეა, რომლებიც ცენტრალური ბანკებისგან დამოუკიდებლად პოზიციონირდებოდა, სახელმწიფო CBDC-ების საპირწონედ. ახლა იქმნება ინტერნეტ-ტრაფიკის გვერდის ავლის არხი, რაც ევროპას ურთულებს საკუთარი „ციფრული ფაირვოლის“ აშენებას ჩინეთის მოდელის მსგავსად.

ამას ემატება სატელიტური ინფრასტრუქტურა Starlink-ი, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მიწოდება ადგილობრივი პროვაიდერების გვერდის ავლით. გამოდის, რომ ტრამპი და მის უკან მდგარი ძალები დემონტაჟს უკეთებენ იმას, რასაც მათი მხარდამჭერები „ევროპულ ციფრულ ანტი უტოპიას“ უწოდებენ. თუმცა, ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ: საუბარია არა კონტროლის გაუქმებაზე, არამედ მისი ცენტრების გადანაწილებაზე.

ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები − Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი − არ ეხება „თავისუფლებას“, როგორც აბსტრაქტულ ღირებულებას. ეს ეხება ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ჰეგემონიას. კონტროლის ინსტრუმენტები უბრალოდ იცვლიან მფლობელს: ბრიუსელის რეგულატორების ნაცვლად, ვაშინგტონი და ამერიკული კორპორაციები.

ევროპა, შესაძლოა, კარგავდეს ციფრულ სუვერენიტეტს არა „თავისუფლების“ გამო, არამედ იმიტომ, რომ სხვა სისტემაში გადაჰყავთ, სხვა დროშით, მაგრამ მსგავსი მექანიზმებით.

ბრძოლა არ მიმდინარეობს თავისუფლებასა და დამონებას შორის. იგი მიმდინარეობს იმის განსასაზღვრად, თუ ვისი კონტროლის არქიტექტურა გახდება ახალი გლობალური სტანდარტი, ევროპული რეგულაციური მოდელი, ამერიკული კორპორაციულ-სახელმწიფო ეკოსისტემა თუ სრულიად ახალი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ციფრული წესრიგი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თვალწინ ვითარდება გლობალური ჰიბრიდული მსოფლიო დაპირისპირების კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772372601

ახალი ამბები

ირანელმა აიათოლა შირაზიმ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა

ირანელმა აიათოლა შირაზიმ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. „მთავარი დამნაშავეები არიან აშშ-ის მთავრობა და ბოროტი სიონისტური რეჟიმი. შუ...

 აიათოლა შირაზიმ

1772370553

ახალი ამბები

ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლის პრიზიორია

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ძიუდოისტი ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან ვაზარითა და ი...

ლაშა ბექაური

1772370127

ახალი ამბები

კომპანია „მეამა“ - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან - „TV იმედთან“ და „პოს TV-სთან“ თანამშრომლობაზე

„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს...

კომპანია „მეამა

1772369288

ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ მოხდა ჩანაწერის შესწავლა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია - სახალხო დამცველი

„ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმ...

ზოგადი

1772366350

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „მეამას“ ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა“ და „იმედს“ ბოიკოტი გამოუცხადა, ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში „მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „იმედთან და „პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „მეამა” ჩართულია რადიკალების ქო...

ანალიტიკოსი