კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში

რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნავს, ამ ამბავშიც ჩანს, „მთავარი არხი“ როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად.

„ამ ერთ ახალ ამბავშიც მარტივად ჩანს, როგორი მავნებელია „მთავარი არხი“ და როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად. რეალურად რა მოხდა, მოხდა ის, რომ პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში.

გლდანში მაცხოვრებელი ადამიანების უკეთ ინფორმირებისთვის კომენტარებში დავდებ სურათს“, - წერს იგი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740129083

სპორტი

ბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩამოდიან! - დინამო არენა დიდი მატჩის მოლოდინში

ლეგენდების სერიის პროექტის ფარგლებში, 16 მაისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ქართველი ვეტერანი ვარსკვლავების და „ბარსელონას“ ლეგენდების შეხვედრა გაიმართება. ამ ეტაპზე, გუნდების შემადგენლობა არ სახელდება...

ბარსელონას ლეგენდები თბილისში!

1740127671

მსოფლიო

„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე და პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა“ - იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევ...

იულია ლატინინა

1740125904

მსოფლიო

რუსეთი აპირებს, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვება“ გამოაცხადოს - უკრაინული დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვების“ გამოსაცხადებლად ემზადება. „რუს პროპაგანდისტებს დაევალათ, უკრაინა...

სვინია

1740124375

ახალი ამბები

რა ვითარებაა გზებზე - განახლებული ინფორმაცია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა....

ეს საინტერესოა

1740122880

ახალი ამბები

შსს - ნარკოდანაშაულისთვის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...

ნარკოტიკი