კორეის რესპუბლიკის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2025 წლის 18 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰიონდუ კიმმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, განათლების, ტურიზმის და კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
აღნიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმატებული თანამშრომლობა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
1740077617
მსოფლიოაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია
პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...
1740074618
ახალი ამბებიირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...
1740071015
მსოფლიოილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას
სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...
1740067630
ახალი ამბებიგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...
1740066864
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს
„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...