დავით კაჭარავა: ოპოზიცია არათანმიმდევრულია. თუ ტრამპს გაპრეზიდენტებამდე ეწინააღმდეგებოდნენ, გაპრეზიდენტების შემდეგ ვნახეთ, ინაუგურაციაზე ერთმანეთს როგორ ასწრებდნენ

ოპოზიცია ძალიან არათანმიმდევრულია. თუ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ტრამპს ეწინააღმდეგებოდნენ, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ დავინახეთ, ინაუგურაციაზე ერთმანეთს როგორ ასწრებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

დავით კაჭარავას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ხასიათს არ შეიცვლის და კვლავ შეეცდება ქვეყანაში სიტუაცია არიოს.

„შეცვლილი პოზიციებით იყვნენ, უნდოდათ თავისი ურთიერთობა დაელაგებინათ [ტრამპთან], მაგრამ დღეს კვლავ შეიცვალეს პოზიცია და ლანძღვით არიან დაკავებულები, რადგან დღევანდელი ტრამპის ადმინისტრაცია მათ პოზიციებს სრულიად ეწინააღმდეგება. ალბათ, უამრავი ადამიანი ხვდება ამ ყველაფერს. დრომ აჩვენა სიმართლე, რომ ბოლო პერიოდში რასაც ჩვენი ხელისუფლება საუბრობდა ეს ყველაფერი დადასტურდა. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიცია თავის ზნეს შეიცვლის, ისევ ეცდებიან როგორმე არიონ ქვეყანაში სიტუაცია. მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მყარად დავიცავთ“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740154085

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და საფრთხის დონე არის მაღალი. „23-24 თებერვალს შავი...

ამინდიამინდი

1740152551

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჯარისკაცების დაფასება საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1740149861

ახალი ამბები

მაჭავარიანი ევროკავშირის ტრენინგებზე: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან

„სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრო...

ლევან მაჭავარიანი

1740149707

ახალი ამბები

„აუცილებელია აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ, ჩვენც მოგვიწევს რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - მაჭავარიანი

„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, რომ აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1740149240

ახალი ამბები

შსს ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც შსს-ს განცხადე...

შენობა