დავით კაჭარავა „ფარას“ კანონზე: ჩვენს ქვეყანას შეუძლია წინ გადადგას ნაბიჯი და გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიზღვიოს - ეს კანონი საქართველოსთვის კარგი იქნება

„ხალხის ძალის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ფარას“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი საქართველოსთვის კარგი იქნება.
„ფარას“ კანონი, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ში და ძალიან კარგად იცავს გარე ჩარევებისგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება. არის ის დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, რომ წინ გადადგას ნაბიჯი და გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ გარე ჩარევებიდან თავი დაიზღვიოს“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მმართველი გუნდის ამ ინიციატივას „ხალხის ძალა“ მხარს დაუჭერს.
„სამშობლოს ღალატი რა სიმძიმის დანაშაულია, ამის საზოგადოებიდან გაქრობა სცადეს[„ნაციონალურმა მოძრაობამ“]. ჩვენ ამ მუხლს მხარს დავუჭერთ, რადგან სამშობლოს ღალატი არის ერთ-ერთი უმძიმესი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ადამიანმა ან ორგანიზაციამ გადადგას“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.
მმართველი გუნდის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი აღდგება.
1740152551
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჯარისკაცების დაფასება საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მ...
1740149861
ახალი ამბებიმაჭავარიანი ევროკავშირის ტრენინგებზე: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან
„სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ საქართველოში მავნებელ საქმიანობას ემსახურებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრო...
1740149707
ახალი ამბები„აუცილებელია აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ, ჩვენც მოგვიწევს რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - მაჭავარიანი
„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, რომ აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულ...
1740149240
ახალი ამბებიშსს ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც შსს-ს განცხადე...
1740148944
მსოფლიოკრემლმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრორუსულ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას ატარებს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრორუსულ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას ატარებს. ჟურნალისტებმა პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ილონ...