კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 65% მიიღო, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კორუფციის არარსებობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია და ნორვეგია ლიდერობს.
კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოავლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი მოლდოვაა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კორუფციის არარსებობას ხელისუფლებაში და განიხილავს კორუფციის სამ ფორმას: მექრთამეობას; საჯარო და კერძო ინტერესების არასათანადო გავლენას; საჯარო სახსრების და რესურსების მითვისებას. კორუფციის ეს სამი ფორმა შესწავლილია აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, ჯარის, პოლიციისა და საკანონმდებლო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან მიმართებით.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
1768542943
ახალი ამბებისტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით,...
1768541519
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება, BBC გადაარჩენს თავის რეპუტაციას და მოიხდის საჯაროდ ბოდიშს
აბსურდის თეატრი დაატრიალა BBC-იმ, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით დავწამლეთ ჩვენი თანამოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1768540571
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა
2026 წლის 15 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბ...
1768540016
მსოფლიომაიკ უოლცი: დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას
ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ირანის რეჟიმის მი...
1768539665
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლი მოსალოდნელი ოზურგეთშიც, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +...






























