კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.

გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.

სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776754033

ახალი ამბები

მაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...

დაკავებულია ერთი პირი

1776753857

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...

დაკავება დაკავება

1776753057

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56...

მიგრაციის დეპარტამენტ

1776750793

ახალი ამბები

შარმანაშვილი „ფედერალისტების“ აკრძალვაზე: თვითონ მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ისინიც ერთიან ჭრილში განგვეხილა

„თუ, ფორმალურად, ისინი გაყოფილები იყვნენ აქამდე კრეფსითი „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა უკვე საბოლოოდ, ორგანიზაციულად, ერთი სახე მიიღეს და მათ არ გამოვტოვებდით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა თ...

თენგიზ შარმანაშვილი

1776748725

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი“ - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ“!

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში“ გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო...

ააა