ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი“ - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ“!

რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში“ გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია ემზადება ცხელი და დატვირთული მაისისთვის, სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც. სადღობელაშვილის თქმით, 26 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის აქციაზე, უნდა ველოდოთ, რომ მათი გეგმა იქნება „მსხვერპლი“, რამაც უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი რევოლუციისათვის.

„2016 წლის შემდეგ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთ გაერთიანებაში არ ყოფილან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, 2017-ში მოხდა გაყოფა, ბოკერია გამოვიდა ნაცმოძრაობიდან და შექმნა “ევროპული საქართველო”, შევიდა პარლამენტში (სააკაშვილის ნაცმოძისგან განსხვავებით) და გამოცხადდა საპარლამენტო მთავარ ოპოზიციურ ძალად…

რას ნიშნავს მათი „ერთ სივრცეში“ გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. - უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის“. ეს არის სიგნალი იმ დასავლეთისთვის რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, ეს არის დასავლური პატრონების - დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი“ - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ“! „ოპოზიციური ალიანსის“ გააქტიურების კვალდაკვალ ციხიდან აქტიურდება სააკაშვილიც, რომლის წერილების ქვეტექსტშიდაც ნათლად იკითხება, მისი ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადების დაუოკებელი სურვილი და სააკაშვილი პრაქტიკულად აცხადებს მზაობას ამაში სოლიდური თანხაც გადაიხადოს (თანხის წარმომავლობაზე მე ნაწილობრივ ვისაუბრე წინა პოსტში სადაც ვახსენე ბ-ნი თემურ ალასანია და სამომავლოდ უფრო კონკრეტულად ჩავშლი) … მეტიც პირდაპირ სცენარზედაც საუბრობს - “ქართული რევოლუციური გზა…“

იქ სადაც ბოკერიაა საქმეში არ არსებობს „ალიანსმა“ დაუშვას 4 ოქტომბრის შეცდომა და დათქვას რევოლიუციის დღე! თუმცა ყველა კარგად ხვდება რომ საუბარია 26 მაისზე! საუბარია ცხელ და მაქსიმალურად დატვირთულ მაისზე! სწორედ ამიტომ დასჭირდათ ჩეხეთიდან იგორ ბლაჟევიჩის ჩამოყვანაც… ემზადებიან!

- აქვე პატარა პარალელი მინდა გავავლი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და საზოგადოება გავაფრთხილო რომ სააკაშვილი და მის უკან მყოფი КГБ-ს ოფიცრები ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის „გივი თარგამაძისეული აფეთქების სცენარისთვისაც“, მართალია ბ-ნი გივი ცოცხალი თავით არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა რომ მისი აფეთქება სააკაშვილმა დაუკვეთა უკრაინიდან და ცდილობს „ოცნება“ დაადანაშაულოს არ შემდგარ ტერაქტში, თუმცა ჩემო გივი ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ შენ სააკაშვილმა გაგწირა და ახლაც ეცდება ეგ სულიერად ავადმყოფი, რომ შემდეგი მსხვერპლი იპოვოს სიტუაციის მაქსიმალურად დასაძაბვად!

და მაინც რას უნდა ველოდოთ 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ?

* დიდი შეკრება თბილისში (რეგიონების მობილიზება) * ანტისახელისუფლებო გზავნილები * ერთობის დემონსტრირება * პერმანენტული წერტილოვანი მინი აქციები მუხტის და ტემპერატურის ასაწევად * საერთო მოთხოვნები ( პრემიერის გადადგომა,რიგგარეშე არჩევნები და ა.შ.) * სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლა * მიმართვები დასავლეთს, პოლიტიკური “მანიფესტი” * კრიტიკული მასა + ელიტების გახლეჩა + უსაფრთხოების სისტემის რღვევა და რაც მთავარია “მსხვერპლი” - ამ უკანასკნელმა უნდა შეასრულოს მაპროვოცირებელი ეფექტი…

- ცხელი მაისი გველის (26 მაისი)“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776747927

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ლოკაცია არის ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივი, რაც საქართველოს გააჩნია და ვალდებულები ვართ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და მთელმა ტვირთმა გაიაროს ეს გზა

„ჩვენი ლოკაცია არის ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივი, რაც კი საქართველოს გააჩნია და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და მთელმა ტვირთმა, რაც კი პოტენციურად შეიძლება...

ლევან მაჭავარიანი

1776746769

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1776718654

მსოფლიო

არაღჩი: ირანი „ყველა ასპექტს ითვალისწინებს“ და „გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მოქმედება“

ირანი „ყველა ასპექტს ითვალისწინებს“ და „გადაწყვეტს, თუ როგორ გააგრძელოს მოქმედება“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თავის პაკისტანელ კოლეგას იშაქ დარს აშშ-ირანის ცეცხლის შეწყ...

აბას არაღჩი

1776717489

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ხელისუფლებაში ვართ 2012 წლიდან და საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი მშვიდობის საფუძველი სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა

ჩვენი მშვიდობის საფუძველი, სწორედ ჩვენი საგარეო პოლიტიკაა - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატებ“, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გ...

ლევან მაჭავარიანი

1776717200

ახალი ამბები

სუს-ი - საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი

საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი. ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებ...

სუსისსუსის