ლევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება
რაც ვიხილეთ სამარცხვინოა და, სამწუხაროდ, ეს პირველი წელი არაა, როდესაც რადიკალი აქტივისტების მხრიდან ასეთი ქცევა ვიხილეთ. ეს უკვე მათი სტანდარტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად ასეთ დღეებში, როდესაც მთელი ერი უნდა ერთიანდებოდეს, ვნახეთ უდიდესი უმცირესობა, რომელიც მაინც ცდილობდა რადიკალიზმში გადაეყვანა პროცესები, - ასე გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანი 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 9 აპრილს საზოგადოებამ პატივი უნდა მიაგოს მათ, ვინც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.
„ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ ამ ჯგუფების მხრიდან ვლინდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გარე პატრონები, რომლებიც ამ ჯგუფებს ჰყავს, რომლებიც აფინანსებენ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებას ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ისინი არიან დამნაშავეები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1775737692
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები
„მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დ...
1775736015
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ 107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთ...
1775734740
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრეველებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად
„9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი — ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მემორია...
1775733427
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან, დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე
გიორგი გამსახურდია 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოეხმაურა. „წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკუ...
1775732439
ახალი ამბებიმეუფე შიო მუჯირი - ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისა ფერისცვალებისთვის
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონ...






























