ლევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან

მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, მათ შეკრებას ვერანაირი შედეგები ვერ ექნება და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ.

„ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოლექტიურ ნაცებს“ ძალიან უყვართ თარიღები და სიმბოლიზმი, ყოველთვის რაღაცას რაღაც თარიღს ამთხვევდნენ ხოლმე. მეორეს მხრივ, როდესაც გლოვის ან საზეიმო თარიღია, სადაც მოქალაქეები უნდა ერთიანდებოდნენ, მათ ურჩევნიათ ამ თარიღს დაამთხვიონ თავიანთი ბინძური ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიონ.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას გეგმავენ თუ აქციის ჩატარება უნდათ. აბსოლუტურად განულებულები არიან. ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება თუ რა რეიტინგი აქვთ მათ, რომელიც უკვე ნულთან ძალიან ახლოს არის. ქუჩაში ვერავის გამოიყვანენ. ბავშვობაში რომ ვთამაშობდით შტაბობანას, ზუსტად იმავეს ვადევნებთ თვალს. მერამდენეჯერ დაიშალნენ, გაერთიანდნენ. როდესაც დაშლილები არიან, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ერთმანეთს, ვერავინ ვერავის იტანს. მერე დასხდებიან გარე პატრონების დავალებით, თითქოს რაღაც გაერთიანება, მომღიმარი სახეები და ერთმანეთს ატყუებენ, თავის თავს იტყუებენ, რომ ვითომ რაღაც შეიქმნა, რაღაც შეუძლიათ. რაც უფრო მალე გამოვლენ ამ ილუზიებიდან და სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, პირველ რიგში მათთვისვე იქნება ეს ყველაფერი სასარგებლო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775739366

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ

„პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1775737692

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები

„მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დ...

გივი მიქანაძე

1775736015

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ 107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთ...

გუდაური(ფოსტა)-კობი

1775734740

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრეველებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად

„9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი — ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, მემორია...

 ლადო სადღობელაშვილი

1775733427

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: აგრესიული, უსამშობლო აკაცუკები, ყველა ზღვარს გადადიან, დასჯადი უნდა გახდეს, ის ქმედებები რაც დღეს ჩვენ რუსთაველზე

გიორგი გამსახურდია 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოეხმაურა. „წარმოუდგენელი მოცემულობაა, რომ პოლონეთში და ყველგან, სადაც ფეხი დამიდგია, გლოვის და საერთო ეროვნული ღირებულების ადგილას, რომელიმე პოლიტიკუ...

გიორგი გამსახურდია