არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სცემს პატივს
„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული?
„პეტერ ფიშერი ელჩი არ არის, მას პოზიცია აქვს, რომ ელჩის თანამდებობას იკავებდეს. ყველაფერს აკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაინგრეს, როგორც ამას ამერიკის ყოფილი ელჩი აკეთებდა. ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, ისეთი საელჩო არსებობს, რომელიც არაფრად დაგიდევს საქართველოს, როგორც ქვეყანას. შეუძლებელია, ეს ადამიანი ვინმემ გულწრფელად ჩათვალოს, როცა 9 აპრილის მემორიალთან მიდის და იქაც რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ახალისებს და მხარს უჭერს. ამიტომ ვამბობთ, რომ ის ე.წ. ელჩია, რომელიც თანამდებობას ახლა იკავებს და ჩვენთან ყოფნის შემდეგ კარიერას დაასრულებს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. ისინი სირიაში მიღებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, რაც მიუღებელია. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის მიმართ სიყვარული, რასაც ასე მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ, გულშიც კი არ უდევთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1775744247
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი რადიკალებზე: მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას, აბსოლუტურად განულებულები არიან
მნიშვნელობა არ აქვს 26 მაისს დაამთხვევენ ისინი შეკრებას თუ აქციას აბსოლუტურად განულებულები არიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1775743248
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ამ დღეს ნამდვილად არ უხდება არც რადიკალიზმი, არც ექსტრემიზმი, არც ფაშიზმის გამოვლინებები, რომლებიც სამწუხაროდ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ვლინდება
რაც ვიხილეთ სამარცხვინოა და, სამწუხაროდ, ეს პირველი წელი არაა, როდესაც რადიკალი აქტივისტების მხრიდან ასეთი ქცევა ვიხილეთ. ეს უკვე მათი სტანდარტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად ასეთ დღეებში, როდესაც მ...
1775741558
ახალი ამბებიმეუფე შიო: გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას
„გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღ...
1775739366
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
„პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომა...
1775737692
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები
„მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დ...






























