ლევან მაჭავარიანი – ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ვნახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია აგენტურული ოპოზიცია
სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნისას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის მიერ უკვე შეფასებულია.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, ათი არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს ჩვენი სურვილია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
ვფიქრობთ, ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. ვფიქრობ, მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლიათ, დაუპირისპირონ ჩვენს სარჩელს. დავინახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. მათი ასეთი განცხადებები 14 წელია, გვესმის, გვესმის ერთი და იგივე – დიქტატურა, რუსეთი, მსგავსი აბსურდები და უკვე მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი არის ის, რომ არის დრო, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1794203684
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ
„პროცესი განახლდება მოსამართლეების კითხვებით, ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავ...
1794203605
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალ...
1794202631
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...
1794199809
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...































