სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და თავისი პოლიტიკით ეწინააღმდეგება ბრიუსელის სურვილს, რომელიც ქვეყნების სუვერენიტეტის შემცირების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

სოზარ სუბარმა ჩეხეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. „ჩეხეთს, როგორც ქვეყანას, საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. მას ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794203684

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ცდილობენ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომაც, ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის ვალია, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და არაკონსტიტუციური პარტიების სამართლებრივი შეფასება მოვითხოვოთ

„პროცესი განახლდება მოსამართლეების კითხვებით, ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავ...

არჩილ გორდულაძე

1794203605

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო განხილვაზე: მოპასუხე მხარე ყველანაირად ეცდება, კონკრეტულ საკითხებზე პასუხის გაცემას თავი აარიდოს

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელში წარმოდგენილ ბრალ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1794202631

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...

შალვა პაპუაშვილი

1794199809

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...

ამინდი

1794199519

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...

 დავით მათიკაშვილი