ლევან მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!

„თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ „ენჯეო“ სექტორზე საუბრისას, რომელთა ნაწილი თანხების მისაღებად უცხოეთში რეგისტრირდება.

„რა თქმა უნდა, მათ დასამალი ძალიან ბევრი აქვთ, ისინი ჩართულები არიან პოლიტიკაში, ისინი ჩართულები არიან იმგვარად, რომ ყოველ ჯერზე ცდილობენ, მოაწყონ რაღაც რევოლუციური სცენარი; გაზარდონ პოლარიზაცია საზოგადოებაში. უფრო დააპირისპირონ, გახლიჩონ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი სამარცხვინო საქმიანობით არიან დაკავებულები, მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი ჩუმად გააკეთონ.

მათი რეიტინგი ნულს ქვემოთაა. საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, არანაირი რეპუტაცია არ გააჩნიათ, პირიქით, დაზიანებული რეპუტაციით არიან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისი თანამდევი კანონპროექტების განხილვას იწყებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782571216

საზოგადოება

გორში 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გორში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. როგორც გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ამბობენ, მას დენმა დაარტყა. დაღუპულია ვიკა არუთინიანი.  ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან სა...

ააა

1782569508

საზოგადოება

ჭოუ ციენი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის, თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს...

ჭოუ ციენი

1782567316

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის

პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პრო...

ჭოუ ციენი

1782564581

საზოგადოება

გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ წარმოუდგენელია მისი გასინჯვა, მას უნდა გადაედო ყველაფერი ჩვენთან შესახვედრად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადებას ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტ...

გიორგი პატარიძე

1782562850

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა. დოკუმენტის კადრებს პრეზიდენტმა წარწ...

ტრამპი ტრამპი