ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიაზე: პირველი 12 წევრი დარჩება მანდატის გარეშე, მომდევნო 12-ს კი უფლება ექნება, ისარგებლოს მანდატით, ვინაიდან სია ჩახსნილი არაა, არც მათი შემოსვლა შეგვმატებს რამეს და არც უარი იქნება დანაკლისი

„ჩვენ არც არაფერს შეგვმატებს, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არც არაფერი არ დააკლდება პარლამენტს, თუ ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიას პარტიის წევრებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პირველი 12 წევრისთვის მანდატის შეჩერების შემდეგ, საარჩევნო სიაში მყოფ მომდევნო 12 პირს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლონ მანდატებით.
„მათ [გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა] არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა საპროცედურო კომიტეტმა და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. პირველი 12 წევრი დარჩება მანდატის გარეშე. რაც შეეხება შემდეგ 12 წევრს, მათ, რა თქმა უნდა, უფლება ექნებათ, ისარგებლონ ამ მანდატებით, ვინაიდან სია არ არის ჩახსნილი, თუმცა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩვენ არც არაფერს შეგვმატებს, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არც არაფერი არ დააკლდება პარლამენტს, თუ ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...
1751478217
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...
1751476342
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...