ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე.
მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც ვებგვერდზე წლინახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.
„პოზიტიური სიგნალია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამჩატება არ გვჩვევია, უნდა დაველოდოთ როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ ისინი.
ბატონ ფიშერს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ადამიანი გახლდათ. მას ბინა ჰქონდა ნაქირავები მამუკა ხაზარაძისგან. ის ჩამოყალიბდა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად, კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა სასამართლო პროცესებზე, ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე, პოზირებდა სიტყვა „მონის“ ფონზე.
ასევე ბატონი ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ფოტოებს იღებდა ყველაზე ექსტრემისტ აქტივისტებთან და შემდეგ აქვეყნებდა თავის სოციალურ გვერდზე, რომ თითქოს ისინი არიან საქართველოს მომავალი. ის არის ადამიანი, რომელმაც სამარცხვინოდ გააპარა ნინო ლომჯარია საელჩოდან საკუთარი ავტომობილით, ვიხილეთ სასაცილო სცენა, რომელიც ელჩს, მინიმუმ, არ შეეფერება. ის არის ადამიანი, რომელიც დადიოდა ანტისამთავრობო მიტინგებზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1785077637
მსოფლიოევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთსა და ესპანეთში ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი
ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი. საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალი...
1785075946
საზოგადოებატურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოჰყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები, ექიმის განცხადებით, ერთ მათგანს ხელის ამპუტაცია დასჭირდა
ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოჰყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები. ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტ...
1785073754
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველო ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 მასპინძლობს
სპორტის მინისტრის მრჩეველი საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდ...
1785071382
მსოფლიოსაფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა. ბოლო ევაკუაციები ბორდოს სამხრეთით, ჟირ...
1785068910
ახალი ამბებიკაცს, რომელმაც კახეთში საკუთარი მამა მოკლა და ეზოში დამარხა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს, რომელმაც კახეთში მამა მოკლა და ეზოში დამარხა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, 24 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...






























