ეკა სეფაშვილი: დასავლური ქვეყნების მიერ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის
საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, ეკონომიკური პროექტების განვითარებაში ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა გერმანიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე, რა დროსაც განიხილეს გერმანიის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი, სადაც გადამწყვეტი როლი საქართველოს სატრანზიტო როლს ეკისრება.
„პირველ რიგში ამ ყველაფერს ვუკავშირებ საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე, გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ორმა ქვეყანამ ისაუბრა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. თავისთავად ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი შეუცვლელია, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, უიაფესი და უმოკლესი გზა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ევროპის ქვეყნებიც შეეცდებიან სამომავლოდ აღმოსავლეთთან ურთიერთობების გზების ძიებას, პირველ რიგში კი, ჩინეთთან.
„ვფიქრობ ასეთი ქვეყნების რიცხვი გაიზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ აქტიური ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთთან, უპირველეს ყოვლისა ჩინეთთან. დღეს თუ ჩვენ გლობალურ მსოფლიოს გადავხედავთ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის სატრანზიტო მაგისტრალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი საქართველოზე გადის. ეს გარდაუვალად ასე იქნება, იმიტომ, რომ საერთაშორისო გადაზიდვები და არა მარტო ისინი, ციფრული განვითარების საკითხიც ( საქართველო აპირებს შავი ზღვის ციფრული კაბელის გაყვანას) , არანაკლებ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1785084616
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გივი მი...
1785082699
ახალი ამბებისოფელ ნასაგურში სასაწყობე შენობაში ხანძარია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ...
1785080173
მსოფლიო„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს
„დიდი ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა. მათივე განცხა...
1785077637
მსოფლიოევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთსა და ესპანეთში ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი
ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი. საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალი...
1785075946
საზოგადოებატურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოჰყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები, ექიმის განცხადებით, ერთ მათგანს ხელის ამპუტაცია დასჭირდა
ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოჰყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები. ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტ...






























