ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი
ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა გრძელვადიანად უნდა იმუშაოს.
„ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯების მიმართულება, რაც ქსელებმა თავის თავზე უნდა აიღონ და ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ქსელი ამას პოზიტიურად გამოეხმაურა. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს რეკომენდაციები არის ძალიან ლოგიკური და არ გულისხმობს მათ ბიზნესში უხეშ ჩარევას. შესაბამისად მზად არიან, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ისე მოწესრიგდეს, რომ გრძელვადიანად იმუშაოს. რეკომენდაციები სამი მიმართულებით - მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიმართულებებით გაიცა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.
შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.
1777800815
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს
როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში და დაკავშირებადობაზე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა...
1777799460
მსოფლიომედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნე...
1777798166
მსოფლიოირანი 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს, რომლის თანახმადაც, ისრაელის გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლა სამუდამოდ აეკრძალებათ, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლის უფლება მხოლოდ რეპარაციების გადახდის შემდეგ მიეცემათ
ირანის პარლამენტი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარების შესახებ 12-პუნქტიან გეგმას განიხილავს. გეგმის თანახმად, ისრაელის გემებს სამუდამოდ აეკრძალებათ სრუტეში გავლა, ხოლო „მტრული ქვეყნების“ გემებს გავლ...
1777795113
ახალი ამბებიმათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...
1777793847
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...































