ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთი გვაკრიტიკებდა, აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს
„როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა- დასავლეთი გვაკრიტიკებდა. შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმიანება.
მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.
„როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა - დასავლეთი გვაკრიტიკებდა. აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს მაჭავარიანი.
1769673196
ახალი ამბები„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში უ...
1769672857
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილი...
1769671349
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება....
1769671061
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პირველ კლასელთა ასაკი 6 წლით განისაზღვრება, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით„, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბა...
1769670810
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი...































