ირაკლი კირცხალია: ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს

ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.

„როდესაც ვხედავთ თავხედურ პოლიტიკას და თავხედურ განცხადებას, როდესაც ის არასამთავრობო ცენტრი გადმოვიდა ბრიუსელში და შემდეგ ბრიუსელის წარმომადგენლები როგორ ღიად ეუბნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც სურთ, რომ თავის მარიონეტად აქციონ, რომ დიახ, ჩვენ ვეძებთ ყველანაირ გზას, რომ ის აგენტურა და უსამშობლოთა გაერთიანება რაიმე გზით დავაფინანსოთ, მაქსიმალურად გვერდი ავუაროთ ყველა იმ კანონს, რომელიც თქვენ მიიღეთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის დასაცავად. როდესაც ამას ეუბნებიან თავმოყვარე ხელისუფალს, როდესაც შენ ამას ეუბნები დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელიც პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ყოველთვის გასცემს პასუხს და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, გასცეს და შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც თავის ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769671349

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება....

გივი მიქანაძე

1769671061

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: პირველ კლასელთა ასაკი 6 წლით განისაზღვრება, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით„, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბა...

გივი მიქანაძე

1769670810

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი...

 პოლიცია

1769669258

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ას...

დაკავება - შსს

1769668612

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის,...

დაკავება