„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში“ - საქართველო BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
„მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა BSEC-ის გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის და საქართველომ უნდა შეძლოს, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში.
„მივესალმები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ლაზარს კომანესკუს. მოხარული ვარ, რომ დღეს გმასპინძლობთ თბილისში და მადლობას გადაგიხდით ჩამობრძანებისთვის. 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველო გახდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველო თავმჯდომარის რანგში წარმართავს ორგანიზაციის მუშაობას და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მის ეფექტიან ფუნქციონირებას.
ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად, ჩვენ უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც არსებობს შავი ზღვის რეგიონში.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში.
ჩვენი ხედვა ეფუძნება დაკავშირებადობის გაძლიერებას, სადაც შუა დერეფანი არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი, არამედ უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ხიდია.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის, ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.
მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში.
თავმჯდომარეობის ფარგლებში განვსაზღვრეთ რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო ექვსი თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
დასასრულ, მსურს, კიდევ ერთხელ დავუდასტურო გენერალურ მდივანს ქართული მხარის მზაობა, თავმჯდომარეობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რათა BSEC-ი დარჩეს ქმედით ინსტრუმენტად შავი ზღვის რეგიონის განვითარების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1769674902
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს
ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფალი ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე და ბაზა, რომელიც ქვეყანას ღია და გაცხადებული მუქარისგან დაიცავს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...
1769673901
ახალი ამბებიდედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბა...
1769673196
ახალი ამბები„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა. აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში უ...
1769672857
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თბილი...
1769671349
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება....































