ლევან მაჭავარიანი: საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო!

„საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ საქართველოში. წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მაჭავარიანი წერს, „წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!“

„წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3 000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.

პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა.

ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა. ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა - ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი!

მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ჩვენს საერთო სევდას. ვისაც რით შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა, რომ არ „გვეხერხებოდა“, წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი, ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, იმიტომ კი არა, ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ. წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.

საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ საქართველოში. წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით.

ახლა, ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველდღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა, ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!

თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო! მშვიდობით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი,“ - წერს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774243026

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწ...

ამინდი, წვიმა

1774242121

ახალი ამბები

სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველ დღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ. ს...

სიონის საპატრიარქო ტაძარი

1774212126

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები გაანეიტრალეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები გაანეიტრალეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნუ...

დრონები და რაკეტები

1774210062

საზოგადოება

შალვა კეკელია: პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოხუმში უნდა გავშალო დიდი სუფრაო, ქუჩასაც ასახელებდა, არც საკუთარ თავს უკარგავდა იმედს და არც ქვეყანას - მწამს, პატრიარქი აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდება, იმიტომ, რომ ჩვენ დავბრუნდებით

პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოხუმში უნდა გავშალო დიდი სუფრაო, ქუჩასაც ასახელებდა ხოლმე და იქ ჩვენ ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთო, - ასე გაიხსენა აფხაზეთისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილი...

შალვა კეკელია

1774207086

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანის სიკვდილის შემდეგ, აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი რადიკალურად მემარცხენე, უკიდურესად არაკომპეტენტური დემოკრატიული პარტიაა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანის სიკვდილის შემდეგ“, დემოკრატიულ პარტიას ქვეყნის ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს. „ახლა, ირანის სიკვდილის შემდეგ, აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი რადიკალურად მ...

დონალდ ტრამპ