სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს. რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა
„საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი ერთგულება მორალური ღირებულებებისადმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნოვრუზის დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება, აზერბაიჯანელებმა ღრმა, სულიერი გაგებითა და პატივისცემით მიიღეს“,- წერს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება იყო არა მხოლოდ ერთ დღესასწაულზე უარის თქმა, არამედ მეგობარი ხალხის ტკივილის გაზიარების, ადამიანური და მორალური ვალის მოხდის მაგალითი. დეპუტატი ამ პატივისცემისთვის, საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, დიდ მადლობას უხდის.
„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ ყოფილა, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობის, ძმობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი მაგალითი გახლავთ. ამ რთულ დღეებში, ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს, სოლიდარობა გამოხატეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხების გამაერთიანებელი ღირებულებები ძალიან მტკიცეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ილია II ყოველთვის დიდ პატივსა და ზრუნვას იჩენდა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ.
მის გამოსვლებსა და საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სხვადასხვა ერებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეებს. აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართ გამოვლენილი ყურადღება და მათი უფლებებისა და ღირებულებების მიმართ გამოჩენილი პატივისცემა, დღესაც მადლიერებით იხსენიება. უფრო მეტიც, ყოველწლიურად, დიდი აღტაცებითა და პომპეზურობით აღნიშნული რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა.
ეს იყო არა მხოლოდ ერთ დღესასწაულზე უარის თქმა, არამედ მეგობარი ხალხის ტკივილის გაზიარების, ადამიანური და მორალური ვალის მოხდის მაგალითი. გამოხატული ამ მაღალი პატივისა და პატივისცემისთვის, საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, დიდ მადლობას ვუხდი. ეს ქცევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადამიანურობის, ისე ერებს შორის მტკიცე კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით. დასასრულ, მიუხედავად ამ სევდიანი დღეებისა, ჩვენს ხალხს, გულითადად ვულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს. დაე, ნოვრუზმა თითოეულ ოჯახში მოიტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიუხვე“, - წერს მირზოევი.
1774192510
მსოფლიოკიევის წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს
კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს. წირვას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უძღვებოდა, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკო...
1774189902
მსოფლიოირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას განადგურებით იმუქრება
„ირანი ახლო აღმოსავლეთის მთელ ინფრასტრუქტურაზე „შეუქცევადი“ ზიანის მიყენებით დაიმუქრა“, - ასე თეირანში დონალდ ტრამპის ულტიმატუმს უპასუხეს. „რეგიონის მასშტაბით კრიტიკული, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის...
1774187090
საზოგადოებამიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზედაც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა სხვა დიდი საქმეები
დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრი...
1774185371
საზოგადოებაილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელ...
1774185181
საზოგადოებაწმინდა სინოდმა ილია მეორე გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, მანგლისისა და თეთრი წყ...



























