სიონის ტაძარი, სადაც ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, სადაც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება. შესაბამისად, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უწმინდესის საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგონ მას.

სიონში მოქალაქეების ნაკადი ამ დროისთვისაც არ წყდება.

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილის თანახმად, სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს დაკრძალეს.

უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774189902

მსოფლიო

ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას განადგურებით იმუქრება

„ირანი ახლო აღმოსავლეთის მთელ ინფრასტრუქტურაზე „შეუქცევადი“ ზიანის მიყენებით დაიმუქრა“, - ასე თეირანში დონალდ ტრამპის ულტიმატუმს უპასუხეს. „რეგიონის მასშტაბით კრიტიკული, ასევე ენერგეტიკული და ნავთობის...

ირანი

1774187090

საზოგადოება

მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზედაც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია, განუმტკიცა საზღვრები, მოუპოვა ავტოკეფალია, აღადგინა ათასწლოვანი საეპისკოპოსო კათედრები და აღასრულა სხვა დიდი საქმეები

დღეს მწუხარეა ჩვენი სული, ჩვენი ერი გლოვობს ერის ჭეშმარიტი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას, - განაცხადა მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პატრი...

მიტროპოლიტი ანანია

1774185371

საზოგადოება

ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელ...

ილია მეორე

1774185181

საზოგადოება

წმინდა სინოდმა ილია მეორე გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, მანგლისისა და თეთრი წყ...

საზოგადოება

1774182533

საზოგადოება

ილია მეორე სიონის ტაძარში მიასვენეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს. ილია II-ს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარშ...

ილია მეორე სიონის ტაძარში მიასვენეს