ლევან მაჭავარიანი: თავად ვართ დაინტერესებული აშშ-ის პოზიციით ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ, ამის მკაფიო მაგალითი იყო პრემიერის ღია წერილი დონალდ ტრამპთან

„ჯო უილსონი ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც ასეთი ტიპის სამუშაოთი საზრდოობს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სხვათა შორის, ის ინაუგურაციის ბილეთებითაც ვაჭრობდა, შემდეგ გამჟღავნდა, რომ იქ დროშებითაც ვაჭრობს და ასე შემდეგ. მისი კითხვა ბატონი რუბიოს მიმართ მთლიანად დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი. რაღაცნაირად ისიც ჩააკვეხა, „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპს და მოქმედ ადმინისტრაციას ლანძღავსო. აქ უკვე ცალსახაა, როგორი დეზინფორმაციით იყო გაჟღენთილი მისი კითხვის პათოსი, ვინაიდან ჩვენ არცერთი ნეგატიური განცხადება არ გაგვიკეთებია არც აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან და, მით უმეტეს, არც ბატონ დონალდ ტრამპთან მიმართებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიპლომატიური არხებით, რამე დონეზე მაინც კომუნიკაცია, რომ ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეალურად და სამართლიანად მიიჩნევს, აშშ-ში შესაბამის ადრესატებამდე იყოს მიტანილი, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორი თანხვედრა არის ღირებულებებით ნაწილში, იდეოლოგიურ ნაწილში, პოლიტიკურ-მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში, გადადგმულ ნაბიჯებში და ა.შ.

„სრული თანხვედრა არის ყველანაირი მიმართულებით და ალბათ თქვენც და საზოგადოებაც ამაში დამეთანხმებით. ჩვენ არა მარტო მოქმედ ადმინისტრაციასთან მიმართებით არ გამოგვიყენებია ერთი გადაბრუნებული სიტყვა, როდესაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან ამდენ უსამართლობას ვხედავდით, ყოველთვის ვყოფდით ხოლმე, რომ აშშ არის სხვა და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე გლობალური ომის პარტია და იგივე, რასაც ბატონი ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს, არის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში და რომელსაც ასეთი ღია ბრძოლა გამოუცხადა მოქმედმა ადმინისტრაციამ.

ამ ძალებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ღია საუბარი დაწყებული. თუ რამეში ჩვენ ძალიან მოზომილად ვაკრიტიკებდით ყოფილ ადმინისტრაციას, მოქმედი ადმინისტრაცია ძალიან მწვავედ აკრიტიკებს. გამჭვირვალობის მნიშვნელობა, ლგბტ პროპაგანდის საფრთხეები, უკრაინაში მიმდინარე ომის გამომწვევი მიზეზები, ევრობიუროკრატიასთან მიმართებით და ა.შ., აბსოლუტურად ყველა მიმართულებაში არის სრული თანხვედრა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მოხდა „მეგობარი აქტის“ მიღება ქვედა პალატაში, რომელმაც, მათ შორის, რესპუბლიკელი კონგრესმენებისგანაც მიიღო ხმები, თუ ასეთი თანხვედრა არსებობს პოლიტიკურ გზავნილებსა და ღირებულებით ნაწილში, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „მეგობარ აქტს“ „ქართული ოცნება“ მტრულს უწოდებს, რადგან იქ მეგობრული ნამდვილად არაფერი არ არის და ეს არის ცალკე განყენებული თემა, რომელსაც საფუძველი წინა ადმინისტრაციის პირობებში ჩაეყარა.

„ავანგარდში დგას ისევ ბატონი ჯო უილსონი; შეგვიძლია ვთქვათ, ასე ინერციით მოდის და კონგრესი სხვა არის და ადმინისტრაცია სხვა არის. თქვენ ახსენეთ, რომ რესპუბლიკელების მხრიდანაც ჰქონდა მხარდაჭერა ამას და ჩვენ კარგად ვიცით თვითონ ბატონი ტრამპის და ადმინისტრაციის განცხადებების მიხედვით, რომ თვითონ შიგნითაც რაღაც სერიოზული წმენდა არის დაწყებული და ჩასატარებელი, ვინაიდან ყველა ბატონი ტრამპის გულშემატკივარი არ არის იმავე „რესპუბლიკურ პარტიაში“. ეს, რაც ინერციით მოდის, ეს კანონპროექტი თუ იქცა კანონად, ეს უკვე ბევრ რაღაცაზე იმეტყველებს; იმეტყველებს მაგალითად იმაზე, რომ ბატონი ტრამპი რასაც აცხადებს, რომ იგი „დიფ სთეითს“ დაამარცხებს, ამ მომენტისთვის დამარცხებული კი არა, შესუსტებულიც არ იქნება „დიფ სთეითის“ გავლენები აშშ-ში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური შოუ, რაც სჭირდება ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას იმისთვის, რომ ისაზრდოონ. ვინაიდან, თუ ბატონ ტრამპს უნდა, აღასრულოს ის, რაც ამ აქტში წერია, იმავე სანქციების მიმართულებით და ა.შ., მას ყველანაირი ბერკეტი და ლეგიტიმაცია გააჩნია, რომ ეს ყველაფერი აღესრულებინა ერთი თვის წინ, აღასრულოს დღეს ან აღასრულოს ერთ თვეში, მიუხედავად იმისა, კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ. მერე საინტერესო იქნება, თვითონ ბატონი ტრამპი ხელს მოაწერს თუ არა, მაგრამ ხელი რომც მოაწეროს, მაინც არ იღებს იგი ვალდებულებას, რომ ეს ყველაფერი აღასრულოს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

შეკითხვაზე, როდის გვეყოლება ელჩი აშშ-ში, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ელჩის კანდიდატურა შერჩეულია, გადაგზავნილია ამერიკულ მხარესთან და ახლა პროცედურების გავლის პროცესია.

„ვინ არის, ამას, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენ ვერ გავაჟღერებთ. ორივე მხარე უნდა შევჯერდეთ კანდიდატურაზე“, - განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

 

ამასთან, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს აშშ-თან რეალური პარტნიორობა, დონალდ ტრამპს ღიად გულშემატკივრობს არაფორმალური ძალების დამარცხებაში და აშშ-დან ითხოვს მკაფიო პასუხს, სურს თუ არა ახალ ადმინისტრაციას პარტნიორობა, თუმცა ხელისუფლება იმასაც ითვალისწინებს, რომ დონალდ ტრამპს მემკვიდრეობით დახვდა უამრავი აბსოლუტურად სხვა მასშტაბის პრობლემა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747907707

საზოგადოება

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...

დაკავება, პოლიცია

1747907656

ახალი ამბები

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ

ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკოსის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამის მკვლელობის საქმის დეტალებს იხსენებს. რუსუდან შარაძე...

რუსუდან შარაძე

1747906941

საზოგადოება

რუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. კომისიის თავმჯდ...

რუსუდან შარაძე

1747906852

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს,’’- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1747904641

ახალი ამბები

რუსუდან შარაძე: ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

„მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, -განაცხადა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

რუსუდან შარაძე