ლევან მაჭავარიანი: უნდა დასრულდეს, რომ ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ საქართველოში უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები შეაფასა.

„უნდა დასრულდეს, რომ ვინმეს ილუზია ჰქონდეს იმისა, რომ საქართველოში უფლება აქვს, პოლიციელს ან ხელი დაარტყას, ბოთლი, „მოლოტოვის კოქტეილი“ ან პიროტექნიკა ესროლოს. ამ მხრივ ყველაფერი მკაცრდება. იმის ილუზიაც არავის უნდა ჰქონდეს, რომ შეუძლია, პოლიტიკური თანამდებობის პირს - დეპუტატი იქნება თუ საჯარო მოხელე, მუქარებით მიუვარდეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მაგალითები და ჩვენ დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაშიზმი საქართველოში დასრულდება”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება“, „სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754065562

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1754063525

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს

 „მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...

სოსო მანჯავიძე

1754059100

საზოგადოება

ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...

ნინო წილოსანი

1754059047

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...

მამუკა მდინარაძე

1754058318

საზოგადოება

ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე

„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...

ნინო წილოსანი