ლევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.

მისი თქმით, ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ წლების განმავლობაში გაჟღერებულ შეფასებებს USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, ჩვენმა ხალხმაც ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს ახლა მტკიცებულებების დონეზეა გამყარებული და ფიზიკურად სასპეკულაციო ველიც კი არავის დაუტოვა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ.

ყველაფერი გაასაჯაროვა და თუ რამეა დარჩენილი, იმასაც აუცილებლად რამდენიმე დღეში გავასაჯაროებთო. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისია იმის სათქმელად, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის სიმართლე, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა.

USAID-ი, ე.წ. დიფ სთეითში ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი გახლდათ. ჩვენ პირდაპირ ვიხილეთ, რომ დაახლოებით მილიარდი დოლარია საქართველოში დახარჯული. ეს თანხები იხარჯებოდა იმისათვის, რომ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მოეხდინათ გავლენა.

იხარჯებოდა მდიდარი NGO-ების, მათი მედიასაშუალებების, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიებისა და აქტივისტების დასაფინანსებლად. ეს ყველაფერიც მტკიცებულებებით დევს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ, უმარტივეს კანონს, ეს კიდევ ერთი ახსნაა, თუ რამ გამოიწვია ის ისტერია, რომელიც მოაწყვეს ზუსტად ამ აქტორებმა კელი დეგნანის მეთაურობით.

ვინაიდან ეს კანონი ითვალისწინებდა მხოლოდ შემოსული ფულის დეკლარირებას, შესაბამისად, იმდენად სამარცხვინო იყო ის დაფინანსებები, რასაც USAID-ი იძლეოდა მდიდარი NGO-ებისთვის და რადიკალური პარტიებისთვის, ამის გამომჟღავნება არავის სურდა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, დარწმუნდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი, რომ ეს კანონი აუცილებელი იყო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოდიოდა და მტკიცებით ფორმაში ამტკიცებდა, რომ ეს იყო რუსული კანონი და მსგავსი ბოდვები, აბსოლუტურად ყველა არის გაშიფრული აგენტი, რომელიც ფულს იღებდა ამაში“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795784830

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5917 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1795784676

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც თამაზაშვ...

სულხან თამაზაშვილი

1795784160

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები

„საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარი...

ლევან მაჭავარიანი

1795782661

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც გუშინ აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეებს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც თა...

 სულხან თამაზაშვილი

1795780731

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ - რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გამართული რადიკალუ...

გურამ მაჭარაშვილი