დავით მათიკაშვილი: როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს
როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ანტიქართული პოზიცია დაიკავა.
„როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პირიქით, ქვეყანას აკრიტიკებენ. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ამ კონკრეტულ მოცემულობაშიც ანტიქართული პოზიცია დაიკავეს და ამაში გასაკვირი არაფერია. რასაც ვხედავთ, მათი სახეა. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რა ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ ძალასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება თავად ფაქტს, დავით მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები სათანადოდ არ იქცეოდნენ და ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, პროვოკაციული მოქმედებები იყო.
„თამაშის დროს იყო კონფლიქტი, რა დროსაც პოლიცია ჩაერია, რომელსაც წინააღმდეგობა გაუწიეს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, ეს მსოფლიოში არაერთხელ გვინახავს. უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მართებს, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოიქცეს. ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“.
1795777909
საზოგადოებასომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. პაატა სალიამ და რუბენ რუბინიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიუ...
1795776074
საზოგადოებაუეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად
უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა. როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრ...
1795775474
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდე...
1795774074
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ჩინეთში, შენჟენში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. ჩიხელიძის შეფასებით, ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მი...
1795773607
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. „შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ას...



























