სულხან თამაზაშვილი: ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მოგვიანებით გათავისუფლდნენ, თუმცა ამ საქმეზე აუცილებლად იქნება შედეგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მასპინძელი იყო თურქული მხარე და, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურება თურქულ მხარეს დაეკისრება.
„ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები.
საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო.
მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.
ეს ჩემი კომპეტენციას ცდება, თუმცა გუშინ მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო „ბეშიქთაშის“ მიერ, შესაბამისად ზარალის ანაზღაურებას „უეფა“, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დააკისრებს მათ“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
1795776074
საზოგადოებაუეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად
უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა. როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრ...
1795775474
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდე...
1795774074
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ჩინეთში, შენჟენში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. ჩიხელიძის შეფასებით, ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მი...
1795773607
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. „შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ას...
1795771987
საზოგადოებაკახა კალაძე ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვაზე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას მე...


























