ლევან მახაშვილი „გორბის“ კვლევაზე: ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, ამ კვლევით კარგად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა არ ჰყავს.
„ეს კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ განწყობებს რაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის იმასაც, რომ ქართულ ოცნებას არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რეალური პოლიტიკური ოპონენტი ქართულ სივრცეში. ასევე აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქართული ოცნების მიერ და გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე იმედიანად არის განწყობილი მომავალთან, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს მახაშვილი.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
1753699033
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს
„გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შედეგები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების მთავარი თემაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგ...
1753698641
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ
„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...
1753692747
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორ...
1753691971
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ხელისუფლება დღენიადაგ ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა განურჩევლად სახელებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა, თუ პოზიციებისა
როდესაც ჩვენ მთავრობას ვირჩევდით, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ მისი პრიორიტეტი, უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ბევრმა შეიძლება ღიმილით მიიღო, ან საერთოდ არ მიი...
1753689769
ახალი ამბებიღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. აღნიშ...