ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან
„ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან.
„დღეს იმიტომ შეიძლება, ქვეყანას ევროკავშირის წევრობა უნდოდეს, რომ ერთგვარი ქოლგა იყოს მისთვის მსოფლიო უწესრიგობაში, რომ თავიდან აირიდოს დიდი, აგრესიული სახელმწიფოების მხრიდან აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ დღეს რომ შევხედოთ ბრიუსელს და ასე შეხედეს ისლანდიელებმაც, ბრიუსელი არა თუ მტკიცედ დგას, თავად არის ოთხმხრივი ცეცხლის ქვეშ.
მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გამო გასული წლების განმავლობაში მათ დაკარგეს პრაქტიკულად ყველაფერი, იაფი ენერგორესურსები, მიწოდების ჯაჭვები, უსაფრთხოების ქოლგა, მეგობრებიც კი - მტრები ხომ მტრებად დაიტოვა და მეგობრებიც მტრებად აქცია.
ამიტომ საბოლოო ჯამში ასე შეხედეს [ისლანდიელებმა], აწონ-დაწონეს და ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ დასუსტებული ორგანიზაციის წევრი, გადაწყვიტეს, რომ გარეთ თავად შეენარჩუნებინათ კონტროლი საკუთარ რესურსებზე, სუვერენიტეტი ჰქონოდათ და ერთგვარი მოქნილობა ჰქონოდათ საგარეო პოლიტიკაში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა გავლენა ისლანდიელების გადაწყვეტილებაზე ევრობიუროკრატიის დღევანდელმა აგრესიულმა ქცევამ.
„ყველა გადაწყვეტილების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ ეპყრობა ბრიუსელი საკუთარ პარტნიორებს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა ისლანდიის მხრიდან. ისინი ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს, როგორ ეპყრობა, რას აკეთებს, როგორ იქცევა, როდესაც პრობლემები აქვს ამა თუ იმ პარტნიორს, რა დამოკიდებულებით უდგება ბრიუსელი, როდესაც გარკვეული კითხვები და შენიშვნები აქვთ, როგორ დამოკიდებულებას ავლენს და საბოლოო ჯამში სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი - სუვერენიტეტის დაცვის შენარჩუნების საკითხი. მათ ამჯობინეს, ევროკავშირს შიგნით ამ ბატალიების ნაცვლად გარეთ ყოფილიყვნენ, ჰქონოდათ მჭიდრო ვაჭრობა, მაგრამ როდესაც კრიტიკულ თემებზეა საუბარი, უშუალოდ თავად განკარგონ აღნიშნული პროცესი.
ამიტომ რასაც ბრიუსელი აკეთებს საქართველოსთან თუ სხვასთან მიმართებით, ეს შეუმჩნეველი არ რჩება და ამას თავისი ნეგატიური შედეგები აქვს. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გადიოდა ბრიუსელის არაკომპეტენტურ და ხშირ შემთხვევაში აგრესიულ, ხისტ მოპყრობაზე საკუთარი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა მახაშვილმა.
1788719629
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში...
1788718098
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული
საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლა...
1788716735
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არავის სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები
რა თქმა უნდა არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები, - განაცხადა გა...
1788711375
საზოგადოებაზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაცია უკრაინულ მედიას ზელენსკის პრე...
1788708425
საზოგადოებაზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბათუმი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, როგორც საქმიანი ქალ...


























