ლევან მაჭავარიანი: არავის სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები

რა თქმა უნდა არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჩნდება ლოგიკური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სინქრონში ხორციელდება და ორკესტრირებულია.

„მტკიცებით ფორმაში რთულია საუბარი, თუმცა ლოგიკა აქაც გვკარნახობს იმას, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ინფორმაცია ამ ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც მას წარედგინა თუ არ ვცდები რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც პირველი წერილი გამოაქვეყნა და მან ამით თავის გადაზღვევა ჩაიფიქრა და სწორედ ამიტომ იყო პოლიტიზება ამ სამართლებრივი საკითხის, პირველი წერილიდან გამომდინარე.

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ მეთოდებზე გადადის, რომელიც ნამდვილად არ ეკადრებოდა და რომ არ მცოდნოდა, რომ ამ წერილების ავტორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ვიფიქრებდი, რომ ელისო კილაძის დონეზე დაწერილი წერილები იყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788701905

მსოფლიო

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს კიევში თვითმფრინავით ჩაფრენის საშუალება არ მისცეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს კიევში თვითმფრინავით ჩაფრენის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ტრამპის წარმო...

ზელენსკი ზელენსკი

1788697970

საზოგადოება

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო, პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის მიერ დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მის მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი დეტა...

ააა

1788695866

საზოგადოება

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

 დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა წარუმატებელი სტრატეგია აირჩია, როდესა...

რობერტ ფიცო

1788693720

საზოგადოება

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს. ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, ადგილობრი...

ირაკლი კობახიძე

1788692215

ახალი ამბები

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა

 ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. „როგორ შესციცინებს თვალებში. სამაგიეროდ...

ლეო ლეო