ლევან მახაშვილი - კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები
აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლორენს ვილკერსონის ინტერვიუს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს სად იყო სიმართლე, რეალურად რა ხდებოდა, ვინ თამაშობდა მათი ინტერესებით.
„ეს აღიარებები მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ დაინახოს სად იყო სიმართლე, რეალურად რა ხდებოდა, ვინ თამაშობდა მათი ინტერესებით, ვინ იყენებდა მათ ემოციებს. დღეს ეს დასტურია პრაქტიკულად, რომ გასული წლების განმავლობაში მათი ინტერესებზე, მათ ემოციებზე თამაშობდნენ, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები მიეღწიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი მეთოდი, ეს ის მეთოდია, რასაც სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ და სამწუხაროდ, ამ ტენდენციებს ჩვენ საქართველოშიც ვაკვირდებოდით სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან. კარგია, რომ დღეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რა ხდებოდა, რა პროცესები იყო, რა მიზანმიმართული კამპანიები ხორციელდებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა საზოგადოების მანიპულირება და მღელვარების გამოწვევა. მაგრამ, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კარგია რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ამ წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით და მსგავსი ტიპის შანტაჟით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ვილკერსონი აცხადებს, რომ „ენჯეო“ სექტორი, რეალურად არა არასამთავრობო მიზნებს, არამედ წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის ჯაშუშურ საქმიანობას ემსახურებოდა, მათ შორის საქართველოშიც. ვილკერსონი ამბობს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად წარმატებით იყენებდნენ, რის გამოც ხალხმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოინდომეს. ამის მიზეზად კი ვილკერსონი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების დაფინანსებას და არასამთავრობოების გავლენას ასახელებს, რომლებიც მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ საუკეთესო დაცვა არის ლიბერალური დემოკრატია.
1764936562
საზოგადოებამსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება. „ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები ს...
1764933776
საზოგადოებაპრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე - პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას
„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხა...
1764933194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად...
1764932764
ახალი ამბებიBBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს. BB...
1764932388
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - განაცხადა საქართვე...


























