მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764936562

საზოგადოება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება. „ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები ს...

მიხეილ სააკაშვილი

1764933776

საზოგადოება

პრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე - პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას

„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხა...

ირაკლი კობახიძე

1764933194

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად...

ირაკლი კობახიძე

1764932764

ახალი ამბები

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს. BB...

სუსისსუსის

1764932388

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში

„ბიბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - განაცხადა საქართვე...

ირაკლი კობახიძე