მიხეილ სარჯველაძე: არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია
„არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არ უთქვამთ. ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.
„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზედაც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
1764938688
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და...
1764937308
ახალი ამბებინინო წილოსანი უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემაზე: ეს არის სქემა, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც ახორციელებენ დეზინფორმაციულ სამუშაოებს სხვა ქვეყანაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემას გამოეხმაუ...
1764936562
საზოგადოებამსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი „ქუჩის ბირჟების“ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს და გამარჯვებულებს მისი ხელმოწერით წიგნს ჰპირდება. „ვაცხადებ კონკურს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები ს...
1764933776
საზოგადოებაპრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე - პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას
„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხა...
1764933194
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გამოძიებამ შეიძლება, ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად...



























