ლევან მახაშვილი: მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს, ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ არაფორმალური გავლენები, ე.წ. Deep state მაქსიმალურ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ სამშვიდობო მცდელობებს შეეწინააღმდეგოს.

„სულ ცოტა ერთი წელია ვაკვირდებით სერიოზულ ჭიდილს, ერთის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობენ მშვიდობის დამყარებას სხვადასხვა კონფლიქტში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე, ვხედავთ, რომ არის სრული მობილიზაცია არაფორმალური გავლენების მხრიდან, ე.წ. Deep state-ის მხრიდან პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში მედია-რესურსის გამოყენებით, შეეწინააღმდეგონ ამ მშვიდობის ძალისხმევას.

გაჩაღებულია ჩვეულებრივი ომის რიტორიკა. მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი სამხედრო შეიარაღების პროცესი მიმდინარეობდეს ევროპაში.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის. როგორც ჩანს, ამ არაფორმალურ გავლენებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რათა მაქსიმალურად შეეწინააღმდეგონ ამ მცდელობებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766319534

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების, დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, დოკუმენტი [გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების] ძალიან შორს არის ობიექტურობისგან და მისი მიზანი ორმაგი სტანდარტების გ...

ლევან მახაშვილი

1766317363

ახალი ამბები

მეუფე შიო: მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის

„მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა... რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის…“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოს...

მეუფე შიო

1766314767

ახალი ამბები

გერმანელი ევროპარლამენტარის პეტრ ბისტრონის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროპარლამენტის წევრმა AfD-დან („ალტერნატივა გერმანიისთვის“), პეტრ ბისტრონმა, ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაღალი დონის შეხვედრების სერია გამართა. უცხოური...

გერმანელი ევროპარლამენტარი

1766312539

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის დასახელებული, მოლდოვა კი ნომერ მესამე. როგორც ჩანს, ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის დამალვა და საერთოდ ამოიღეს უკრაინის და მოლდოვას შეფასება

კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიის განვითარებაში საქართველოს შეფასებები არის აბსოლუტურად პოზიტიური და ყოველკვირეულად არის საქართველოს წინსვლა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურა...

გურამ მაჭარაშვილი

1766310933

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ნანა დიხამინჯიაზე: ეს მოძალადე რადიკალი ქალბატონი არა თუ ბანკში უნდა იყოს დასაქმებული, საერთოდ უნდა გაირიყოს საზოგადოებისგან, მიკვირს როგორ თანამშრომლობს „თიბისი ბანკი“ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენელთან, რომელსაც სძულს ადამიანები

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ნანა დიხამინჯიაზე წერს, რომ ის ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლო...

 ნინო ფოჩხუა