გერმანელი ევროპარლამენტარის პეტრ ბისტრონის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროპარლამენტის წევრმა AfD-დან („ალტერნატივა გერმანიისთვის“), პეტრ ბისტრონმა, ვაშინგტონში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, მაღალი დონის შეხვედრების სერია გამართა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბისტრონი შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე კონგრესის წევრებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ბისტრონი მიიღო ედ მარტინმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო სასამართლო სისტემის სისტემატურ ბოროტად გამოყენებაზე გერმანიასა და ევროკავშირში პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად, ასევე AfD-ის გეგმაზე, შექმნას შესაბამისი საგამოძიებო კომიტეტები როგორც ეროვნულ, ასევე, ევროპულ დონეზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ, ასევე,პირობა დადო, რომ გამოიძიებს ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ქსელებს, რომლებშიც მონაწილეობენ ევროპაში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა OCCRP-ის, Save the Children-ის, Catholic Relief Services-ის, DAI-ის და Mercy Corps-ის ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსებიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო მიიღეს სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში.
„ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცალსახად განაცხადეს: ამერიკელები არ დაუჭერენ მხარს ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია იჩაგრება და სიტყვის თავისუფლება ფეხქვეშ ითელება“, - აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი პარტია AfD-დან, პეტრ ბისტრონი.
Bystron: AfD strengthens cooperation with Trump Administration – Focus on judicial abuse and NGO financial networks
— Petr Bystron (@PetrBystronAfD) December 10, 2025
Washington – AfD Member of the European Parliament Petr Bystron held a series of high-level meetings in Washington in connection with the new U.S. National… pic.twitter.com/fopW5degM0
1766303475
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვისაც დაგაჯერეს, რომ თუ პოლიტიკოსი ევროპელია, ის არ იტყუება, უკვე დროა ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმა...
1766300802
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენი...
1766299223
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის...
1766297793
ახალი ამბებიშსს-მ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობები გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში...
1766296913
ახალი ამბებიბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრ...































