ლევან მახაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ისევ ტყუილს აბრალებს საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ

„სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტყუილს აბრალებს ქვეყანას.

„კონკრეტულ ქვეყნებში რიგითი მოქალაქეების ვიზიტი საინტერესო არ არის, მაგრამ შეფასებების გარეშე იმ განცხადებებს ვერ დავტოვებთ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ის ისევ ტყუილს აბრალებს ქვეყანას. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ.

მინდა, განვმარტო, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა რას ნიშნავს – ეს ცარიელი სიტყვები არ არის. პრაქტიკაში ეს გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თამაშების კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცეს. ეს არის, რასაც ეს ადამიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან ითხოვს.

მისი მიზანი თუ ეს არის, უკვე ნათელია, რომ არა მხოლოდ შეფარულად, არამედ გაცხადებულად ითხოვს ამ ყველაფერს ამ ქვეყნებისგან“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743335673

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს

 უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...

ტრამპი და ზელენსკი

1743334738

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე

 თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...

გგჰ

1743333180

სპორტი

ილია თოფურიას განცხადებით, UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლ...

ილია თოფურია

1743332665

ახალი ამბები

31 მარტის ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 31 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ამინდიამინდი

1743330480

მსოფლიო

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა ხალილ ალ ჰაიამ განაცხადა. შეთავაზება ღაზაში 50 დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლებისა...

ბავშვი