ლევან მახაშვილი: ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს, მთავარია გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი - მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 წლის წინ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღების მიზანს სისხლიანი ომის არდაშვება წარმოადგენდა.
„ვციტირებ - „მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.
მაშინ დარბაზში მყოფმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, უფრო მეტიც, მას რუსული რეზოლუცია უწოდეს. არადა, ამ რეზოლუციის ერთადერთი მიზანი 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ომის არდაშვება იყო. მაშინ ხელისგულზე იდო ის ზიანი, რაც უკრაინას და არა მხოლოდ უკრაინელებს მიადგებოდათ. და ვინ აღმოჩნდა მაშინ მართალი? გავიდა ოთხი წელი და ამ დებულებებს ამერიკის პრეზიდენტი ყოველდღიურად იმეორებს. გავიდა ოთხი წელი და თითოეული დებულება, რომელიც ამ რეზოლუციაში ეწერა სიტყვა-სიტყვით ახდა და რეალობად იქცა. გავიდა ოთხი წელი და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულმა, პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ნაკუწებად დაშლას. და სად არის ეს ხალხი, ვინც მაშინ ამას ხელი არ მოაწერა? სად არიან ისინი, ვინც მაშინ ამ ომს აქეზებდა? და ვისაც ომის დაშვება არ უნდოდა, მათ პრორუსებად ნათლავდნენ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ყველა ქვეყანა თავის პოლიტიკას ატარებს - ზოგი რუსეთს უფრთხის, ზოგი - ჩინეთს და ზოგი კიდევ ამერიკას. ზოგმა კი საერთოდ გადაწყვიტა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა და ქართველი ხალხის სახელით საუბარი.
„დიდ ძალებს შორის დაპირისპირებამ დღეს სრულიად ახალი რეალობა შექმნა, სადაც თითოეული ქვეყანა თავის პოლიტიკას წინა ხაზზე აყენებს და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა - რატომ ეწოდება ერთ შემთხვევაში ამას პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების დაცვა, და როცა მიუღებელია, მეორე შემთხვევაში - დასავლური კურსიდან გადახვევა? გეოპოლიტიკური პროცესები ყველა ფლანგზე მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით და რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები? თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიცოდით თუ რა იყო ჩვენი ეროვნული ინტერესები და გვქონდა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ამან აგვარიდა ყველაზე მძიმე სცენარებს.
დღეს ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს, ვინც არ უნდა აბსურდული, უშინაარსო რეზოლუციები მიიღოს, ჩვენთვის მთავარია გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი - მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ გადალახავს და სწორედ ასე შევძლებთ ერთობით სამშვიდობოს გასვლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1775225824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები
თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...
1775223709
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...
1775222969
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....
1775221646
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775220947
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...





























