ლევან მოსეშვილი: რიგის მიმართულებით წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგებით სავსე ორი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა. ისტორიულ მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრების რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი თანამშრომლებთან ერთად უწევდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ქომაგები პირდაპირი ავიარეისით გაემგზავრონ რიგის მიმართულებით და დაესწრონ ისტორიულ მატჩს. წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენი კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებით განვაგრძობთ ევრობასკეტზე ასპარეზობას“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

სუბსიდირებული ფრენები სავსე ბორტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია Air Baltic-მა გამთენიისას შეასრულა.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს.

ფრენები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757501089

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით

ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...

არჩილ გორდულაძე:

1757501038

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები

„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინ...

არჩილ გორდულაძე

1757500993

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტყინებით არის დაკავებული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მისი შეფასებით, გ...

 რატი იონათამიშვილი

1757500727

საზოგადოება

ნინო წილოსანი: უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას სცენები და შემდგომ დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ

უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრი...

ნინო წილოსანი

1757500441

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ

არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპ...

ლევან მახაშვილი