ნინო წილოსანი: უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას სცენები და შემდგომ დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ

უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრივი და დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აჰყოლოდნენ ამ პროვოკაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ როდესაც დააკლდათ დაპირისპირება, უკვე ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე გადავიდნენ. ჩვენ ვნახეთ ორი ქალი, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურებოდა თავის საქმიანობას და მეორე აგრესიული, მოძალადე აქციის მონაწილე, რომელიც კარგად აჩვენებდა ამ აქციის სახეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
აქციის მონაწილეები გუშინ ისევ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები და ცდილობდნენ ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირებას. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საარჩევნო ბანერი. დაწყებულია გამოძიება. ტრადიციულად რადიკალთა დაჯგუფება დაუპირისპირდა მათთვის არასასურველი ტელევიზიის ჟურნალისტებს, მათ შორის ქრონიკის გადამღებ ჯგუფს.
1757505237
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ
„იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ისინი ჩამოვიდოდნენ და ახლა საბაბებით ცდილობენ - ეს ყველაფერი „გააპრავონ“, - ამის შესახებ ფრაქცი...
1757504250
ახალი ამბებიკახა კალაძე აქციებზე: მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ - უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად
„სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მ...
1757501771
ახალი ამბები„თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღო...
1757501236
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით
ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...
1757501206
საზოგადოებალევან მახაშვილი: იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ეუთო/ოდირი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე
იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. დეპ...