მაჭავარიანი: ბევრი საუბრობს ქალბატონ მარტა კოსზე, რომლის მიმართაც სერიოზული ბრალდებებია, ასეთ დღეშია დღეს ევროკავშირის მმართველი კლასი
„ბევრი საუბრობს ქალბატონ მარტა კოსზე, რომლის მიმართაც სერიოზული ბრალდებებია, ასეთ დღეშია დღეს ევროკავშირის მმართველი კლასი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ძალიან ბევრი უკმაყოფილებაა თვითონ ევროკავშირის შიგნით მმართველი კლასის მიმართ - მაგალითად, ქალბატონი კალასის მიმართ უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები, რომ ის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ასევე, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიაენთან დღემდე არსებობს კითხვის ნიშნები „ფაიზერის“ სკანდალთან დაკავშირებით - რამდენიმე მილიარდზეა საუბარი.
ამასთან, უკვე ძალიან ბევრი საუბრობს ქალბატონ მარტა კოსზე, რომლის მიმართაც სერიოზული ბრალდებებია იმასთან დაკავშირებით, რომ იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ასეთ დღეშია დღეს ევროკავშირის მმართველი კლასი, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1774876759
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი თემურ ალასანიას განცხადებაზე: ქართველი ერი საკმაოდ უხერხული „პარტნიორი“ გამოდგა მათთვის ვინც ცდილობს, რომ საქართველო დაჩაგროს. ეს ჯგუფი შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ ჭკუაზე არ დადის
ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ თემურ ალასანიას მოსაზრებაა ასეთი. მან უბრალოდ ღიად გამოხატა ეს მოსაზრება საკმაოდ უხეში და მძიმე სიტყვებით და შეფასებებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. გიო...
1774876001
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1774875578
საზოგადოებაპარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი ს...
1774874516
საზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფ...
1774873369
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ერთადერთი წინაღობა ევროინტეგრაციის გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში
„ერთადერთი წინაღობა ამ გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ...



























