ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, Moody's საქართველოს სუვერენულ რეიტინგის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვან ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.

„სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერიოდული მიმოხილვა დაასრულა. სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც საგარეო შოკების მიუხედავად ძლიერი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სააგენტო 2026 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც მსგავსი ტიპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმავდროულად, მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც 2025 წელს, Moody's-ის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს შეადგენს. სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რაც გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელსაც შენარჩუნდება ის ტენდენციები, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774872371

ახალი ამბები

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონი...

მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

1774871434

საზოგადოება

ეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა

მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლ...

ეკა სეფაშვილი

1774870971

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...

მარიამ ლაშხი

1774870939

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...

პრემიერ-მინისტრი

1774869341

საზოგადოება

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად

ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...

„ბიოფარმის“ წარმომადგენელი