ლევან მაჭავარიანი: ერთადერთი წინაღობა ევროინტეგრაციის გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში
„ერთადერთი წინაღობა ამ გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი.
„დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესის ნაწილი. საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მონოლოგის რეჟიმის ნაცვლად, მოისმინოს საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა ორივე მხრიდან, შემდეგ უკვე თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები.
ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ერთადერთი წინაღობა ამ გზაზე არის ის ევრო ბიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში. აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ ვყოფილიყავით გამოყენებული პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ამ ყველაფერს უკვე იაზრებს და ეს გამოჩნდა ჩვენი მხარდაჭერის კუთხით არჩევნებზე, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა გახლავთ მიზეზი იმისა თუ რატომ არის დაძაბული ურთიერთობა ჩვენსა და ევრო ბიუროკრატებს შორის", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1774872371
ახალი ამბებითბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონი...
1774871434
საზოგადოებაეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა
მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლ...
1774870971
საზოგადოებამარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა
დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღ...
1774870939
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამ...
1774869341
საზოგადოება„ბიოფარმის“ წარმომადგენელი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებას უკავშირდება, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია საკუთარი რესურსებით განვახორციელეთ „GMP“ სტანდარტზე გადასასვლელად
ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურენციას ვუწევთ ისეთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გვაქვს „GMP“ სერტიფიკატი, მაინც ვინარჩუნებთ...



























